თეგებით ძიება

სპორტის სასახლის მიმდებარედ ბარაკული ტიპის შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს

სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ტყვარჩელის N5-ში, სკვერის მოწყობის მიზნით, ბარაკული ტიპის შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. დემონტაჟის დასრულების შემდეგ, აქ საბურთალოს გამგეობა რეკრეაციულ სივრცეს მოაწყობს.

„სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სასიცოცხლოდ აუცილებელია რეკრეაციული სივრცეები. არავისთვისაა ახალი, ეს ტერიტორია თუ როგორ განაშენიანდა. იმ სივრცის ირგვლივ, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, განხორციელდა ტერიტორიის მონაცვლეობა. ახლა ვიწყებთ აქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟსა და რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ.

სკვერის 1 300 კვ.მ ფართობზე მოწყობა. ტერიტორიაზე, კეთილმოწყობისა და გამწვანების შემდეგ, შესაბამისი ინვენტარი განთავსდება. პროექტის ღირებულება 250 000 ლარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა