ტუჩის ფორმა ქალის საიდუმლოს შესახებ გიამბობთ
ითვლება, რომ ქალი ცვალებადი და არაპროგნოზირებადი არსებაა და მისი გაგება შეუძლებელია, მაგრამ... არსებობს ერთი შესანიშნავი ხერხი იმის დასადგენად, თუ როგორი ქალია თქვენს წინაშე.
ამისთვის საკმარისია მის ტუჩებს დააკვირდეთ. ისინი ქალის შესახებ იმაზე მეტს გიამბობენ, ვიდრე ყველაზე ჭორიკანა მეგობარს შეუძლია გიამბოთ.
ჩვენ მოვამზადეთ ტესტი, რომელსაც შეუძლია ტუჩების ფორმის მიხედვით ხასიათი განსაზღვროს.
ტესტის საიმედოობა პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე უნდა შეამოწმოთ.
გადახედეთ ნახატებს და აირჩიეთ, რომელი ჰგავს ყველაზე მეტად თქვენი ტუჩის ფორმას და წაიკითხეთ საკუთარი თავის შესახებ!
1. ავანტიურისტი
ფლირტის მოყვარული და მაცდური ქალი ხართ და თავგადასავლების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. ხშირად დაუფიქრებლად მოქმედებთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ გასაოცარი გონიერება გამოიჩინოთ. მამაკაცს თქვენთან არასდროს მოწყინდება.
2. გამოუსწორებელი ოპტიმისტი
თქვენ უბრალოდ ოპტიმისტი კი არა, ოპტიმიზმის აბსოლუტური განსახიერება ხართ. სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებთ და ყოველთვის და ყველაფერში კარგს ეძებთ. ზოგჯერ ადამიანებისგან, რომლებსაც ბოლომდე ენდობით, უსიამოვნო სიურპრიზებს იღებთ, მაგრამ თქვენ ხომ დიდხანს მოწყენა არ შეგიძლიათ? უსიამოვნებებს მალე ივიწყებთ და ძვეწლებურად ცხოვრებას აგრძელებთ. მშვენიერია, ასე გააგრძელეთ.
3. საუკეთესო მეგობარი
თქვენ ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელი ქალი ხართ. ადამიანები უბრალოდ ვერ უძლებენ თქვენს მომხიბვლელობას და გამუდმებით თქვენთან ურთიერთობას ეძებენ. ალბათ ამდენი მეგობარი და ნაცნობი ამიტომ გყავთ. თავადაც საუბრისა და ახალი ურთიერთობების მოყვარული ხართ, მაგრამ ახლობელ ადამიანებზე ძალიან ბევრ დროს და ენერგიას ხარჯავთ. ეცადეთ რაღაც თქვენთვისაც დაიტოვოთ.
4. ამბიციური, კარიერისტი ქალი
მტკიცე ხასიათი და ძლიერი ნებისყოფა გაქვთ. ამასთან, ძალიან ამბიციური ხართ და მუდმივად ახალი სიმაღლეების დაპყრობას ცდილობთ. თქვენ საშუალო არაფერი გაკმაყოფილებთ და მხოლოდ საუკეთესო გსურთ. სურვილი კარგია, მაგრამ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. გახსოვდეთ, რომ მიზანი საშუალებას ყოველთვის არ ამართლებს.
5. ინტელექტუალი
თქვენ გაქვთ წარმოუდგენელად მაღალი ინტელექტი, ლოგიკური აზროვნება და გამჭრიახი გონება გაქვთ. აქტიური და პრაგმატული ხართ. თქვენს ყოველი შემთხვევისთვის ყოველთვის გაქვთ მილიონი იდეა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ვარიანტს იყენებთ. თქვენზე უკეთესი მეგობარი ძნელი საპოვნელია. თქვენი აზრები ყოველთვის სუფთაა და თქვენი ზრახვები გულწრფელი.
6. სიყვარულის მაძიებელი
სიყვარული თქვენი ცხოვრების აზრია, თქვენი შინაგანი არსი და მიზანი. გულში ყოველთვის გაქვთ სიყვარულის ადგილი და მზად ხართ ის ადამიანებს გაუზიაროთ. თქვენ შინაგანად გჭირდებათ, რომ გიყვარდეთ და საპასუხოდაც ბევრი სიყვარული მიიღოთ. თქვენი გრძნობები გულწრფელი და სუფთაა და ადამიანებს გასაჭირში არასოდეს ტოვებთ. თავად კი ყველაზე მეტად მარტო დარჩენის გეშინიათ და ასე თუ მოხდა, ეს უდიდეს ტკივილს მოგაყენებთ.
7. ეგოისტი
თქვენ საკუთარი თავისა და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობთ, მაგრამ ეს ცუდ ადამიანად არ გაქცევთ. თქვენ სხვების სიყვარულიც შეგიძლიათ, მაგრამ საკუთარი კომფორტი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. აღმერთებთ სასიამოვნო წვრილმანებს, რომლებსწაც თქვენს ცხოვრებაში სილამაზე და ჰარმონია მოაქვთ. მდიდარი და რთული შინაგანი სამყარო გაქვთ, ამიტომ თქვენს გვერდით ყოფნა ყოველთვის საინტერესოა.
8. იდეალური ცოლი
თავგანწირული ცოლი და დედა ხართ, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი ოჯახია. თქვენ ყველასა და ყველაფერზე ზრუნავთ, სხვებისთვის ცხოვრობთ და მზად ხართ უამრავჯერ შეეწიროთ თავი, მხოლოდ იმისთვის, რომ სხვებმა თავი კარგად იგრძნონ. ახლობლებისთვის სიკეთე და სიხარული მოგაქვთ, მათ უყვარხართ და ეს გაბედნიერებთ.
9. ვარსკვლავი
ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ. თქვენთის მნიშვნელოვანია, რომ სადაც გამოჩნდებით, ყველაზე უკეთ გამოიყურებოდეთ და ბრწყინავდეთ. თქვენ მისდევთ მოდას, გიყვართ ახალი სამოსი, გამომწვევი მაკიაჟი და საოცარი ვარცხნილობები. თქვენ ნამდვილი ვარსკვლავი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდში ფეხი არასოდეს დაგიდგამთ.