როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური მდგომარეობა - რჩევები ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატისგან
პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ და ვაღიაროთ, რომ ჩვენი ცხოვრება სულ დადებითი მოვლენებისგან არ შედგება, ხდება მომენტები და პერიოდი, როდესაც სირთულეს აწყდება ადამიანი და ამ ნეგატიურმა სიტუაციამ თუ სირთულემ ჩვენს განწყობაზე არ უნდა იმოქმედოს იმდენად, რომ ადამიანმა დაკარგოს მოსვენება, რადგან პოზიტიური განწყობა ადამიანს ეხმარება შეინარჩუნოს ჯანმრთელობა, სილამაზე და ჯანსაღი ემოციური ფონი.
რადგან ნეგატივი ეს იგივეა, რაც ვირუსი, რომელიც მთელს გონებას, სხეულს და ემოციებს მოედება და ადამიანს ჯანსაღად აზროვნების უნარსაც კი აკარგინებს, ვინაიდან ადამიანის გონება იწყებს ფიქრს განუწყვეტლივ იმ ფაქტზე, რამაც უსიამოვნება მიაყენა.
ენერგეტიკული პრაქტიკების ოსტატი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე გთავაზობთ რჩევებს თუ როგორ შევინარჩუნოთ პოზიტიური მდგომარეობა, ჯანმრთელობა, სილამაზე და ჯანსაღი ემოციური ფონი.
პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოთ, უცბად გადართოთ გონება სხვა რამეზე, შეხედეთ იუმორით და მონახეთ ისეთი, რამ რაც გაგაცინებთ ამ სიტუაციაში, თუ ვინმემ რაიმე უსიამოვნო სიტყვა გითხრათ, ამის გამო არასოდეს გაიფუჭოთ განწყობა და ისწავლეთ საკუთარი ემოციების, განწყობის, როგორც მართვა ასევე არჩევა, რადგან პოზიტიური განწყობის არჩევაც - არჩევანია და მიმართულება ცხოვრებაში.
როგორ უნდა მართოთ საკუთარი განწყობა და ბედი?!
თითოეული ადამიანის განწყობა ქმნის მის რეალობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა ყველა შემთხვევაში, როდესაც ელემენტარული სიტუაციებით დაიწყებთ ამ დამოკიდებულების შეცვლას, რათქმაუნდა ამ დროს ადამიანი ძლიერდება და არ ხდება მისი ენერგიის გადინება და გახარჯვა უმიზნოდ.
გახსოვდეთ პოზიტიური განწყობა ეს არის ადამიანი შინაგანი ძალისა და ენერგიის აკუმულირება, რომელიც უაზროდ და უმიზეზოდ კი არ უნდა გახარჯოთ, არამედ უნდა მიმართოთ სასურველი მიზნებისკენ და სურვილებისკენ!
ეხლა ალბათ ხვდებით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა ადამიანისათვის, თუმცა ეს მდგომარეობა უნდა იყოს გულწრფელი და მყარი, რადგან ხშირად ადამიანი შინაგანად დაცარიელებულია და სხვა ადამიანების მოსაჩვენებლად ნიღაბს ატარებს, თუმცა რეალურად მნიშვნელოვანია ენერგო რესურსს გრძნობდეს და ტრანსლირებდეს სამყაროში, იმისათვის, რომ კონცენტრირდეს საკუთარ მიზნებზე, მოიზიდოს და განახორციელოს სასურველი!
თუ ადამიანი ისწავლის სწორედ რეაგირებას ნეგატიურზე ის ხდება თავისუფალი, დამოუკიდებელი გარემო ფაქტორებზე და ადამიანებზე.
რეკომდენაციები, თუ როგორ შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და გაამყაროთ:
უთხარით კომპლიმენტები საყვარელ ადამიანს, მეგობარს, კოლეგას, ამდაგვარად სხვასაც გაახარებთ და თვითონაც აივსებით პოზიტივით;
დაურეკეთ მეგობარს გაუზიარეთ ღიმილი, გაიხსენეთ კარგი მოგონებები;
რაც შეიძლება მეტი პოზიტიური განწყობა შეაგროვეთ დღის განმავლობაში და აუცილებლად, უფრო მეტი რეალური სასიხარულო მიზეზი მოიმატებს თქვენს ცხოვრებაში!
ეხლა ისე, როგორც არასდროს, თითოეულ ადამიანს ჭირდება იზრუნოს საკუთარ განწყობაზე, ამისათვის ძალიან კარგია მედიტირება, ეს ადამიანს ძალიან ეხმარება საკუთარი შეგრძნებების მოსმენაში, თუ რაიმე ნეგატიური ემოციები მძლავრობენ უბრალოდ აღიარეთ და ნუ შეეწინაღდმეგებით, ასე დამშვიდებით და ჯანსაღ პოზიტიურ განწყობაზე იოლად დადგებით!