თეგებით ძიება

თორნიკე მამალაძე საგაოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით საპატრიარქოსთან აქციას მართავს

საპატრიარქოში ახლა წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, პარალელურად კი, გარეთ ციანიდის საქმეზე დაკავებული გიორგი მამალაძის ძმა თრნიკე მამალაძე საგამოძებო კომისიის შექმნის მოთხოვნით აქციას მართავს. ის სინოდის წევრებს მოუწოდებს, ციანდისი საქმეზე იმსჯელონ, რადგან მისი ძმა საპატიმროში უსამართლოდ არის გამოკეტილი და მისი არსებობა ყველა სასულიერო პირმა დაივიწყა:

"შევახსენებ ამ ადამიანებს, რომლებიც სინოდზე იკრიბებიან, რომ ჩემი ძმა არის როგორც ივანიშვილის, ასევე პატრიარქის პირადი ტყვე და მოვუწოდებ ამ ადამიანებს, როდესაც 3 წლის უკან სინოდზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უნდა შექმნილიყო კომისია, რომელსაც უნდა ემსჯელა ციანიდთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, უკვე 3 წელია გასული, არანაირი კომისია არ შექმნილა. მოვუწოდებ, შეიქმნას კომისია და ერთხელ და სამუდამოდ იმსჯელონ ციანიდთან დაკავშირებით," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა