თეგებით ძიება

„სინოდმა დავით გარეჯზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ეს ქართული ძეგლებია“ - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი

მიტროპოლიტ აბბა ალავერდელის (დავით სამხარაძე) განცხადებით, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე დავით გარეჯის თემა პირველ საკითხად განიხილეს. მისი თქმით, წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ კომპლექსში შემავალი მონასტრები ქართული ძეგლებია და საზღვრის დადგენის დროს ისინი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა მოექცეს.

„პირველ საკითხად იყო გამოტანილი დავით გარეჯი, რომელზეც ჩვენ გვქონდა მოხსენება. სინოდმა იმსჯელა ამის თაობაზე და აღიარა, დაადგინა, რომ ეს არის ქართული ძეგლები და საზღვრის ხაზი უნდა გაევლოს 1937-1938 წლებში აზომილი და შემუშავებული გეგმების საფუძველზე დაბეჭდილი 1:200 000-იანი რუკების საფუძველზე, რომლის გამოყენებაზეც ორმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი“, - აღნიშნა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ტელეკომპანია „ერთსულოვნება“ დავით გარეჯის საკითხზე გადაცემათა ციკლს მოამზადებს.

„სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით გარეჯის პრობლემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მეუფემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა