ვინ არის 25 წლის მაშველი, რომელიც დღეს ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა.სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა მეხანძრე – მაშველი თორნიკე კიპაროიძე, რომელიც ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
თორნიკემ სახანძრო-სამაშველო ძალებში 1 წლის წინ დაიწყო მუშაობა. მანამდე ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა. 25 წლის მეხანძრე-მაშველი 2018 წელს დაქორწინდა. მას მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.