თეგებით ძიება

თელავის საჯარო სკოლამ კორონავირუსის გამო სასწავლო პროცესი შეაჩერა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი დროებით შეაჩერა. საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ადგილობრივი რესურსცენტრის გადაწყვეტილების მიზეზი სკოლაში კორონავირუსის არსებობა გახდა.

ჩატარებული კვლევის შემდეგ კორონავირუსი საჯარო სკოლის დამლაგებელს დაუდასტურდა, რის გამოც შენობას სპეციალური ხსნარებით დაამუშავებენ. დამლაგებელთან კონტაქტში მყოფი ადამიანები კი ორი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნებიან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა