თეგებით ძიება

ავარია თელავში - 6 დაშავებული, მათ შორის არასრულწლოვანი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და „ჰონდას“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ექსპერტ- კრიმინალისტები.

ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა