თეგებით ძიება

სინოდი "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს ჯვრისწერის, ზიარების, ნათლობის და წესის აგების უფლებებს ართმევს

სინოდის გადაწყვეტილებით, "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმსახურებს აღარ ექნებათ მართლდმადიდებელი ეკლესიის რიტუალებში მონაწილეობის უფლება.

"შეიქმნა ორგანიზაცია, რომელსაც ჰქვია ქრისტიანთა გაერთიანება, „ბიბლიური თავისუფლების“ ორგანიზაცია, რომელიც თავის რიგებში აწევრიანებს განურჩევლად სქესისა ადამიანებს და მათ სასულიერო პირის ხარისხს ანიჭებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ამაში მონაწილეობა ნიშნავს მისი მრწამსის უარყოფას და ეკლესია აფრთხილებს ყველას, რომ ვინც ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდება, მას აღარ ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საეკლესიო მსახურებაში, როგორიც არის ნათლობა, ჯვრისწერა, წესის აგება და სხვა", - განუცხადა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა "საპატრიარქოს" ტელევიზიას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა