თეგებით ძიება

"დაუმორჩილებლობის აქცია" თბილისში - დაკავებულია 2 ადამიანი

თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან "დაუმორჩილებლობის აქცია" მიმდინარეობს. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

აქტივისტები აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამრთლოს მიერ მიღებუილ გადაწყვეტილებას, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობის მიერ შეზღუდვების დიდი ნაწილის დაწესება კონსტიტუციურად მიიჩნია და 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებას, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ისინი ამ ფაქტის გულგრილობისთვის შს მინისტრის გადაგომასაც ითხოვენ.

აქციის მსვლელობისას პარკინგის ტერიტორიაზე მონაწილეები წარწერებს აკეთებდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. აქციაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. ამასთან, დაკავებისას ერთ-ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა