თეგებით ძიება

დღეს სინოდის განჩინება გამოქვეყნდება

რაზე იმსჯელა 35-მა მღვდელმთავარმა სინოდის სხდომაზე - განჩინება დღეს გამოქვეყნდება. გავრცელებული ინფორმაციით, 2-საათიანი სხდომის დროს მთავარი საკითხები დავით-გარეჯისა და კორონავირუსის ვაქცინაციის თემა იყო.

ეპისკოპოსებმა, რომლებსაც ვაქცინაციის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდათ, მრევლს არჩევანის თავისუფლება მისცეს.

სხდომაზე მომავალი ეპისკოპოსები არ გამოარჩიეს, მაგრამ გადაანაცვლეს ეპარქიის მმართველები - სინოდმა გადაწყვიტა, რომ ამიერიდან, წალკას კვლავ მიტროპოლიტი გრიგოლ კაცია უხელმძღვანელებს.

სხდომაზე საუბარი შეეხო ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავასაც, თუმცა სინოდს მასთან დაკავშირებით განჩინება არ გამოუტანია.

რაც შეეხება დაკავებული დეკანოზის საკითხს, მღვდელმთავრებმა გიორგი მამალაძის საქმე ღიად დატოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა