როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
სინოპტიკოსები 12 თებერვალს ქუთაისში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +22 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ოზურგეთში კი დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +23 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში +23 გრადუსამდე გათბება ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მცირე ღრუბლიანობაა, ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +17 გრადუსი და უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში უმეტესად მზიანი ამინდია, +12 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში ღრუბლიანობის მცირე მომატებაა შესაძლებელი. +4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. შესაძლებელია მცირე ღრუბლიანობა. ომალოშიც მცირე ღრუბლიანობა და ქარია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამე კი -5 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. +16 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება, აქ ძლიერი ქარია ნავარაუდევი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.