თეგებით ძიება

რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება - ბიძინა კულუმბეგოვი

რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, ჩვენს ქვეყანაში ეპიდემია უფრო მალე დასრულდება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

„მსგავსი მასშტაბის სამედიცინო მიღწევა კაცობრიობას არ აქვს. უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, არ არსებობდეს წითელას ვაქცინა, წელიწადში დაიღუპებოდა წითელათი ან მისგან გამოწვეული გართულებებით 2 მილიონ ხუთასი ათასი ადამიანი. დღეს ეს სიკვდილიანობა არის 140 ათასი. მსოფლიოში პანდემიების დასრულება მხოლოდ შესაძლებელი იყო ან ძალიან დიდი მსხვერპლის წილად, ან მხოლოდ ვაქცინაციით.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ვაქცინაც მედიკამენტია და გვერდითი მოვლენა მასაც აქვს, მაგრამ ბუნებრივად გამოწვეული დაავადების გვერდითი მოვლენები და გვერდითი ეფექტები, რაც შეიძლება კორონავირუსთან შეხვედრამ ამ ნებისმიერ ინფექციასთან შეხვედრამ ადამიანს დაუზიანოს, არ შევადაროთ იმ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომელსაც იშვიათ შემთხვევაში, როგორც მედიკამენტი, ვაქცინაც იწვევს.

ვიცით, რომ 18 წლამდე ბავშვები ამ ვაქცინას ვერ გაიკეთებენ, ორსულები ვერ გაიკეთებენ. ამიტომ უნდა დავიცვათ ის ადამიანები, ვინც ბუნებრივად ვერ იკეთებს ამ ვაქცინაციას. ჩვენზე არის ორი პასუხისმგებლობა, ერთი როგორც ჩვენზე, საკუთარ თავზე და მეორე იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც ბუნებრივად არ შეუძლიათ ვაქცინების გაკეთება“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა