თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ჩინეთმა საკუთარ ტერიტორიაზე BBC-ის მაუწყებლობა აკრძალა

ჩინეთმა საკუთარ ტერიტორიაზე  BBC World News მაუწყებლობა აკრძალა. ამის შესახებ BBC იუწყება.

ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ BBC World News-ის მიერ „მაუწყებლობის წესების სერიოზული დარღვევის გამო“ მიიღო. ჩინეთის ხელისუფლების აზრით, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტები სამართლიანი და ობიექტური არ იყო და ჩინეთის ეთნიკურ სოლიდარობას ძირს უთხრიდა.

გასულ კვირას ინგლისურენოვან ჩინურ ტელეარხს China Global Television Network-ს (CGTN) დიდ ბრიტანეთში მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერდა. სწორედ ამის შემდეგ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს BBC-ის სიუჟეტების მიმართ უკმაყოფილების გამოხატვა დაიწყო.

ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანომ Ofcom ჩინური ტელეკომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმება იმით ახსნა, რომ ამ ტელეარხს ჩინეთის კომუნისტური პარტია აკონტროლებს და ის კანონის მოთხოვნებს და სარედაქციო დამოუკიდებლობის პრინციპებს არ ითვალისწინებს.

BBC World News – 24-საათიანი საინფორმაცია არხია, რომელიც მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში მაუწყებლობს. მისი ყოველდღიური აუდიტორია 84 მლნ მაყურებელს შეადგენს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა