თეგებით ძიება
16. 09. 2024 მსოფლიო

ჩეჩნები, რომლებიც უკრაინის ტყვეობაში ჩავარდნენ, ჩვენ არ გვჭირდება - აპტი ალაუდინოვი

ჩვენ არ ვაპირებთ იმ ჩეჩნების ტყვეობიდან გათავისუფლებას, რომლებიც კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის დროს ტყვედ ჩაბარდნენ. ამის შესახებ ჩეჩნური სპეცრაზმის, „ახმატის“ მეთაურმა აპტი ალაუდინოვმა განაცხადა. ინფორმაციას "ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ალაუდინოვმა მოუწოდა ჩეჩნებს, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ უკრაინელებმა ისინი მოკლან. მან განაცხადა, რომ მხოლოდ იმ თანამემამულეებს ეხმარება, რომლებიც ტყვედ მძიმე ჭრილობის გამო აღმოჩნდნენ, ხოლო ვინც წინააღმდეგობის გარეშე ნებდება, სიცოცხლის ღირსი არ არის.

"უკრაინელებო, ეს ადამიანები თქვენთვის დაიტოვეთ, ჩვენ ისინი არ გვჭირდება. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას უზამთ მათ“, - განაცხადა ალაუდინოვმა.

რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა ჟურნალისტმა იან დობრონოსოვმა ტყვედ ჩავარდნილი ჩეჩენის, მაჰომედ ზარახმატოვის ვიდეო გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ ტყვედ 14 აგვისტოს სუჯის რაიონში ჩავარდა, მას უკრაინელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და ომში ძალით გააგზავნეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ოპერაცია 6 აგვისტოს დაიწყეს. ახმატის“ მეთაურმა ალაუდინოვმა ინტერნეტში რამდენიმე ვიდეო გაავრცელა, სადაც კურსკის ოლქში მისი ქვედანაყოფის სამხედრო წარმატებების შესახებ საუბრობს. მან პირობა დადო, რომ „რამდენიმე დღეში სიტუაციაზე კონტროლს დაამყარებს“.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა