თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ენტონი ფაუჩიმ დაასახელა დრო, როდიდან შეიძლება აიცრან ბავშვები კორონავირუსის ვაქცინით

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ბავშვებში გამოყენება, შესაძლოა, სექტემბრისთვის ნებადართული იყოს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კომპანიებმა Pfizer-მა და Moderna-მ, თავიანი ვაქცინების ბავშვებზე გამოცდა უკვე დაიწყეს, თუმცა შედარებით უფროს ასაკობრივ ჯგუფებში. Pfizer-ის კლინიკურ ცდაში, რომელიც 12-15 წლის ბავშვებზე ტარდება, 2 259 მონაწილეა ჩართული. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ შედეგებს 2021 წლის დასაწყისში მიიღებენ, რის შემდეგაც ცდას 5-11 წლის ასაკის ბავშვებზეც ჩაატარებენ.

რაც შეეხება Moderna-ს, კომპანია კლინიკურ ცდებს 12-დან 18 წლამდე მოზარდებზე ახორციელებს და განახლებული მონაცემების წარდგენას 2021 წლის შუა რიცხვებისთვის გეგმავს.

კომპანიას ასევე განზრახული აქვს, რომ ვაქცინის მოქმედება კიდევ უფრო მცირე ასაკის - 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში გამოსცადოს, თუმცა აცხადებს, რომ ამ მონაცემების მიღებას უფრო მეტი დრო დასჭირდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა