"ნინისთვის" - არასამთავრობოები დღეს 14 წლის მოზარდის საქმეზე პროკურატურასთან აქციას გამართავენ
ქობულეთში, 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საქმეზე - სახალხო დამცველის აპარატი სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობის საკითხის შესწავლას იწყებს.
ასევე არასამთავრობო ები დღეს, 13:00 საათზე პროკურტურასთან აპირებენ აქციის გამართვას - სახელწოდებით "ნინისთვის" - რომლის მთავარი მოთხოვნა ბავშვებსა და ქალებზე ძალადობის პრევენცია იქნება.
"საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შემთხვევების დროული იდენტიფიცირება", - ამბობს ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე.
წყარო:newposts.ge