თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

გერმანიის და დანიის პოლიციამ ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილები დააკავა

გერმანიის და დანიის პოლიციამ ერთობლივი ოპერაციის შედეგად სამი პირი დააკავა, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ. ამის შესახებ Reuters იუწყება.

საუბარია სამ ძმაზე, რომლებიც წარმოშობით სირიიდან არიან. მათ პოლიციამ ქიმიური ნივთიერებები აღმოუჩინა, რომლებიც ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებისას გამოიყენება.

ასევე ჩხრეკისას პოლიციამ სააგიტაციო მასალები აღმოაჩინა, რომლებშიც „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდას შეიცავს.

ორი პირი პოლიციამ დანიაში, ხოლო ერთი გერმანიაში დააკავა. სად იგეგმებოდა ტერაქტი, ჯერჯერობით უცნობია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა