ავარია თბილისში - მარჯვენა სანაპიროზე მანქანა ბეტონის კედელს შეეჯახა
ავარია თბილისში - მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.
ამ დროისთვის უცნობია არიან თუ არა დაშავებულები.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
შსს-ში აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება.