თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა მარსის პირველი ფოტოები გამოაგზავნა

ჩინურმა კოსმოსურმა აპარატმა „ტიანვენ-1“ მარსის ფოტოები გადაიღო და დედამიწაზე გამოაგზვნა. ეს ისტორიაში პირველი ჩინური აპარატია, რომელიც „წითელ პლანეტას" მიუახლოვდა. ამის თაობაზე Aljazeera იუწყება.

ფოტოები დაახლოებით 2,2, მლნ კილომეტრის მანძილიდან არის გადაღებული. სადგური მარსს 197 დღიანი ფრენის შემდეგ მიუახლოვდა. მან საერთო ჯაში 465 მლნ კილომეტრი დაფარა. .

გეგმის მიხედვით, „ტიანვენ-1“-მა დამუხრუჭება უნდა დაიწყოს და მარსის ორბიტაზე გავიდეს. მაისში კი მისი აპარატი პლანეტაზე უნდა დაეშვას და კვლევები მის ზედაპირზე გააგრძელოს.

ამჟამად მარსის ორბიტაზე აშშ-ის აპარატი Perseverance იმყოფება, რომელიც მარსის ზედაპირზე 18 თებერვალს უნდა დაჯდეს. მან ეზეროს კრატერი უნდა შეისწავლოს. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ მარსის ამ ადგილებში ადრე სიცოცხლე არსებობდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა