თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, გერმანია ჩეხეთისა და ავსტრიის ნაწილთან საზღვრებს ჩაკეტავს

კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, გერმანია ჩეხეთისა და ავსტრიის ნაწილთან საზღვრებს ჩაკეტავს.

„ბავარიისა და საქსონიის რეგიონებმა დღეს მთავრობას ტიროლისა და ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონების მუტირებული ვირუსის გავრცელების ზონებად გამოცხადებისა და სასაზღვრო კონტროლის დაწესების თხოვნით მიმართეს. საკითხი შეთანხმებულია გერმანიის კანცლერსა და ვიცე-კანცლერთან“, - აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ახალი შეზღუდვები ძალაში 14 თებერვლიდან შევა. გერმანიის მთავრობა ტიროლში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამისა და ჩეხეთში ვირუსის ბრიტანული ვარიანტის გავრცელების გამო შეშფოთებულია.

გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 7 მარტამდე გახანგრძლივდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა