თეგებით ძიება
12. 02. 2021 მსოფლიო

ავღანეთში გაეროს ავტომანქანებზე თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა

გაეროს ავტომანქანებზე ავღანეთში მომხდარი თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ Ariana News იუწყება.

თავდასხმა ქაბულის და ჯელალაბადის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ტერორისტებმა მანქანებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანა მდინარეში გადავარდა, რასაც კიდევ 4 ადამიანი შეეწირა.

დაღუპულთა შორის გაეროს თანამშრომლები არ არიან. თავდასხმას უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, რომლებიც ავტოკოლონას აცილებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა