თეგებით ძიება

თურნავა მელიაზე - ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ინსტრუმენტებზე, ემსახურება სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია

ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითად ინსტრუმენტებზე და ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პროცესისა და მართლმსაჯულების ერთმანეთში არევა არ უნდა მოხდეს.

„მართლმსაჯულებას აქვს თავისი წესები, სასამართლო მიმდინარეობს, თავის გადაწყვეტილებას გამოიტანს და არანაირი პოლიტიკური აქტივობა არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. აქედან გამომდინარე, თვითონ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მართლმსაჯულების ძირითად ინსტრუმენტებზე და ინსტიტუტების მიმართ, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს დისკრედიტაციას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

კანონი ყველასთვის უნდა იყოს ერთიანი და პასუხისმგებლობა უნდა მოყვებოდეს ნებისმიერ დანაშაულს, პოლიტიკური აქტივობის მიუხედავად. ნუ ავრევთ ამ ორ პროცესს ერთმანეთში“, – განაცხადა თურნავამ.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე მას აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ამოეწურა, გენერალურმა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა