ნათია თურნავა - ჯერ წასვლას არ ვაპირებ, საკადრო გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერი
ჯერ წასვლას არ ვაპირებ. საკადრო გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არამედ პრემიერი– ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე დასმულ კითხვას.
მინისტრის თქმით, მთავრობის არსებული შემადგენლობა ჯერ წასვლას არ აპირებს და ხალხისთვის მუშაობს.
„უი, რას მელაპარაკებით?! პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ. რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არ გეწყინოთ, არამედ პრემიერ-მინისტრი და ჯერ მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერ არ ვაპირებ და ვმუშაობთ თქვენთვის და ყველასთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.