თეგებით ძიება
13. 02. 2021 მსოფლიო

სომხეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

სომხეთში, საქართველოს საზღვრიდან 122 კილომეტრში მაგნიტუდით 5.1 მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები გრინვიჩის დროით 11:29:22 საათზე დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა