თაღლითი შოუმენი - სკანდალური თაღლითური სქემა, რაშიც "შონზოს" ადანაშაულებენ
ზურა გაჩეჩილაძეს, იგივე „შონზოს“ თაღლითობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სიუჟეტი "მთავარმა არხმა" მოამზადა.
როგორც ანონსიდან ირკვევა, ცნობილი შოუმენი კანადის ვიზების სანაცვლოდ, მოქალაქეს სოლიდურ თანხებს მოტყუებით სძალავდა.
„მე შონზოსთან მქონდა საქმე, შონზომ წამიყვანა და მიმატოვა იქ… 10 [ათასი] შონზოსთვის უნდა მიგვეცა. სულ ჯამში 15 ათასში აკეთებდა“, – აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, რომ ზურა გაჩეჩილაძე შოუბიზნესის გარდა პოლიტკურ საქმიანობასაც ეწეოდა. ის თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გახლდათ, თუმცა 2013 წელს პარტია დატოვა.