თეგებით ძიება

ხატია დეკანოიძე - "ქართულ ოცნებას" ნიკა მელიას დაჭერა ძალიან გაუჭირდება

ერთი რამ შემიძლია შევპირდე „ქართულ ოცნებას“, თუ ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური კრიზისი და დაიწყონ დაკავება ადამიანების, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ეს მათ ძალიან გაუჭირდებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ძალიან მძიმე დღეშია „ქართული ოცნება“, რადგან არალეგიტიმური პარლამენტი რა განცხადებას გააკეთებს და მორჩილი უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს არ არის პარლამენტარიზმის როლში გაწერილი განცხადება, ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„ერთი რამ შემიძლია, შევპირდე „ქართულ ოცნებას“, თუ ამ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში გადაწყვიტეს, რომ კიდევ უფრო გააღრმაონ პოლიტიკური კრიზისი და დაიწყონ დაკავება ადამიანების, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ეს მათ ძალიან გაუჭირდებათ. ამ ქვეყანაში არ სასამართლო არსებობს და არც პარლამენტი, არც სხვა ინსტიტუტები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაცნობიეროთ. ნიკა მელიას დაჭრა გაუჭირდებათ, რადგან ეს ადამიანი სიმართლის მხარეს არის, როდესაც სიმართლე არის ადამიანის მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნიკა არის სიმართლის მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გავრილოვის ღამის სასამართლო და გავრილიადის გაგრძელება, ეს არის ზუსტად ის, რასაც ითხოვდა პუტინი, კარასინი და ლავროვი. ამიტომ მე არ მიკვირს, რომ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ასრულებს“, – განაცხადა დეკანოიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა