თეგებით ძიება

ჯაფარიძე ბარზე ლუქის ასახსნელად მივიდა - პოლიცია ამის უფლებას არ აძლევს

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის მიერ დალუქული ბარი გასახსნელად მივიდა, თუმცა პოლიცია მას ამის საშუალებას არ აძლევს და მოუწოდებს, რომ კანონის შესაბამისად იმოქმედოს.

"ჩემს ბარში მინდა შესვლა, მინდა, ლუქი ავაძრო. მე მგონია, პოლიციის საქმეა, რომ მე თუ ლუქს ავაძრობ, შემდეგ მოახდინონ გარკვეული რეაგირება. ახლა კი ფიზიკურად დადგნენ და მეუბნებინ, რომ მიცავენ, შემთხვევით კანონი რომ არ შემომერღვეს. ამ დროს მოსული ვარ, რომ კანონი დავარღვიო", — ამბობს ჯაფარიძე.

14 თებერვალს ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექცია ისევ მივიდა. მათ განაცხადეს, რომ დააფიქსირეს "არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის" განმეორება, რისი ამსახველი მასალებიც შსს-ს გაეგზავნება.

მოგვიანებით ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეებს შენობა დაატოვებინეს, შემდეგ ბარი დალუქეს და ორი ადამიანი გამოსაკითხად წაიყვანეს.

13 თებერვალს ზურაბ ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის 2 000 ლარით დააჯარიმეს. განმეორების შემთხვევაში, მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ადგილზე შრომის ინსპექცია, მუნიციპალური ინსპექცია და პოლიცია იყვნენ მისულები.

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აღმაშენებლის გამზირზე ბარი გახსნა. მისი თქმით, ამ ფორმით ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ აპირებს ბარი სხვა დღეებშიც ამუშაოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიკეტება, თუ მას დააკავებენ.

მისი თქმით, ეს არის პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი და არღვევს იმ რეგულაციებს, რომლებიც, მისი აზრით, არაკონსტიტუციურია და ადამიანებს წაართვა სიცოცხლის უფლება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა