თეგებით ძიება
15. 02. 2021 სპორტი

ცნობილია ვინ არის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალი მწვრთნელი

ფეხბურთის ფედერაციიის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი, ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს.

ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ​სანიოლი ​​ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პოსტს ვლადიმერ ვაისი იკავებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გასული წლის 13 ნოემბერს ნაკრები ერთა ლიგის ფლეი ოფის ფინალურ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ვაისმა თანამდებობა დატოვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა