თეგებით ძიება

„დღეს, ამ გადაწყვეტილებით იწყება დიდი ეროვნული მოძრაობა“ - გიორგი ჩალაძე პრემიერის გადადგომაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძის თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა იმის მაუწყებელია, რომ ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ შედეგი გამოიღო.

„ეს ნიშნავს, რომ ახალმა ეროვნულმა მოძრაობამ ნამდვილად გამოიღო შედეგი, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ახლა უნდა ვისაუბროთ შემდეგ ნაბიჯებზე, ყველა ნაბიჯი უნდა შეთანხმდეს ჩვენს ხალხთან.“ - აცხადებს ჩალაძე.

მისი თქმით, დღეს გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილებით დიდი ეროვნული მოძრაობა იწყება.

„სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.“ - განაცხადა ჩალაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს, 17 თებერვალს, გიორგი გახარია პრემიერის პოსტიდან გადადგა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა