Deutche Welle გახარიას გადადგომას ეხმაურება
გერმანული გამოცემა Deutche Welle საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ეხმაურება. გამოცემა წერს, რომ პრემიერი გადადგა, რათა ოპოზიციონერის დაკავებით გამოწვეული პოლიტიკური პოლარიზაცია არ დაუშვას.
გამოცემა, ასევე, წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, რომლებიც ოქტომბერში გაიმართა.
გახარიამ განაცხადა, რომ მმართველ გუნდში არსებულმა უთანხმოებამ შეიძლება მოქალაქეების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას პრობლემები შეუქმნას და საქართველოში არსებულ პოლიტიკური სიტუაციის კიდევ უფრო დიდ პოლარიზებას გამოიწვევს - წერს Deutche Welle.