თეგებით ძიება

„სიურპრიზი იყო“ - ზურა ჯაფარიძე პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე

ოლიტიკური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ გახარიას გადადგომა რაღაც თვალსაზრისით, სიურპრიზი იყო.

„რაღაც თვალსაზრისით სიურპრიზი იყო, თუმცა შეიძლება ვიფიქროთ, რომ საბაბს ეძებდა, იპოვა საბაბი და წავიდა." - აცხადებს იგი.

ჯაფარიძე მნიშვნელოვან ფაქტად გახარიას მიერ დასახელებულ გადადგომის საჯარო მიზეზს ასახელებს.

„საჯარო მიზეზად რაც დაასახელა, ეგ მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. მისი ეს ნაბიჯი არის ცალსახა ილუსტრირება იმისა, თუ რამდენად ღრმა არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ამას ტორტზე მარწყვივით დაემატა მელიას დაპატიმრება." - აცხადებს იგი.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ერთადერთი გამოსავალი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მაგიდაზე შეთანხმების მიღწევაა, რაც გამოიხატება, ოპოზიციის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში.

„გონიერება სჭირდებათ ქოცებს, რომელიც არ აქვთ. სინამდვილეში, ახლა უკვე ცხადად უნდა ხედავდნენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნისთვისაც და მათთვისაც არის ოპოზიციასთან შეთანხმების მიღწევა." - აცხადებს იგი.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარდა, ნებისმიერი სხვა მიმართულებით სვლა ხელისუფლებასაც ძვირი დაუჯდება და სახელმწიფოსაც.

„ორი ყველაზე მთავარი ფიგურა (ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია), ვისაც ოცნების ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს, აღარ არის პოლიტიკურ სცენაზე და ეს ხალხი, კობახიძეს და სხვა პიჯაკში გამოწყობილ ხალხს ვგულისხმობ, საერთოდ ვინ არის?" - აღნიშნავს ჯაფარიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა