თეგებით ძიება

ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი, ჩვენ გრაალის მცველები ვართ - ნატო ჩხეიძე

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნატო ჩხეიძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გრაალის თასს, ხოლო მის თანამოაზრეებს გრაალის მცველებს უწოდებს:

“ბევრნი ვართ, თანამებრძოლებიც, აქტივისტებიც, ამომრჩევლებიც, თანამგრძნობნიც…
ვინც ჩაწერეს და გაანაწილეს ყოველი დღის ყოველი საათის მიხედვით, ეს ცალკე და თავისით, ენთუზიაზმით და მომავლის რწმენით ვინც მოდის თუ დგას, ეს კიდევ ცალკე.

– აქ უნდა ვიყოთ სულ დღედაღამ და დავიცვათ ნიკა და ქვეყანაო, ამბობს… – აღარც ვიცი, ვინ და რომელი, ყველა ამბობს.
– რამდენნი ვართ ეს “გრაალის მცველები”- მეთქი, ვამბობ მე.
და სწორადაც ვამბობ. ჩვენ გრაალის მცველები ვართ!

ახლა ნიკა მელიაშია ლამის განსხეულებული გრაალის თასი:)
პერანგში ყოფილა დაბადებული ეს ნიკა მელია:)
თეთრი შურით გვშურს გარშემომყოფებს, მაგრამ რა ვქნათ:)

ჩვენ მცველები ვართ, გრაალის მცველები!.. ვიცავთ სამართალს, ზნეობას, თავისუფლებას, სამშობლოს!..
გრაალის მცველობაც მეტი რა არის?..
ერთი საუკუნის წინ, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ როცა გრიგოლ რობაქიძემ და “ ცისფერყანწელებმა” გრაალის თასი საქართველოს სიმბოლოდ დასახეს და თავიანთი თავი და თანამგრძნობნი – გრაალის მცველებად, – მას შემდეგ ვებრძვით რუსულ ოკუპაციას და რუსულ გავლენას და აღარა კმარა?..
ახლა მაინც უნდა გავიმარჯვოთ!..
ჩვენ გრაალისმცველები ვართ!
ყველა, ვისაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალი გვაღელვებს!..
ჩეენ მიზანი გვაქვს!
სიმართლის, სიწმინდის, ზნეობის,თავისუფლების – სამშობლოს დაცვა და გადარჩენა!..

ამიტომაც ჩვენ გავიმარჯვებთ!..
საუკუნეა ვიბრძვით!..
მოვიდა დრო!” – წერს ნატო ჩხიძე სოციალურ ქსელში Facebook.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა