თეგებით ძიება

შტატებმა ირანს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ირანს ისრაელზე თავდასხმის საპასუხოდ ახალი სანქციები დაუწესა - ამის შესახებ Al Jazeera აშშ-ის ფინანსთა უწყებაზე დაყრდნობით წერს.

Al Jazeera-ს ინფორმაციით, სანქციები, ძირითადად, სანავთობო სექტორს შეეხება. 

"ახალი სანქციების მიზანი ირანზე საფინანსო ზეწოლის გაძლიერება და ირანის მთავრობის შეზღუდვაა, რათა მოგება ვერ ნახოს ნავთობის გაყიდვით. ირანი მოგებულ თანხებს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაშლელად და აშშ-ის მოკავშირეებსა და პარტნიორებზე თავდასასხმელად იყენებს", - წერია უწყების განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა