თეგებით ძიება

ეკატერინე ტიკარაძე - ჩვენს რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს

ჩვენ რეგიონში პირველები მივიღებთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინებს,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, COVID-19-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია.

„ვაქცინების მიღებისა და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელების მთავარი პირობა ქვეყნის მზაობაა. ამ მიმართულებით ჩვენ უკვე ვასრულებთ მოსამზადებელ სამუშაოებს. COVID-19-ის ვაქცინების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მომენტიდან, უშუალოდ ვაქცინაციის პროცედურამდე, ყოველი ნაბიჯი დაგეგმილია. ქვეყნის მასშტაბით უკვე შერჩეული და მომზადებულია ვაქცინაციის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულებები, დასრულდა სამედიცინო პერსონალის აქტიური გადამზადება, უზრუნველყოფილია ვაქცინების უსაფრთხოდ შენახვის ყველა პირობა, ცივი ჯაჭვის განსაკუთრებული პირობების ჩათვლით. მოგეხსენებათ, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში ნებაყოფლობითია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, სამიზნე ჯგუფების წარმომადგენლები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ჩვენ ერთად შევძლებთ პანდემიის დასრულებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა