ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსები 22 თებერვალს ქუთაისში უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +7 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +0. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +6 გრადუსს და უმეტესად მზიან პროგნოზირებენ, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უმეტესად მზიანი დღე და +5 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მცირე თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 იქნება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსს მიაღწევს დღისით, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მოთოვს, დღისით ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ამბროლაურში, სადაც +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით ტემპერატურა -4 გრადუსამდე დაიწევს.
ჭიათურაში გამოიდარებს. +3 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში +2 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს.
ბორჯომში დღისით ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მზიან დღეს ვარაუდოებენ, -5 გრადუსი დაფიქსირდება დღისით, ღამით კი -14 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი. -4 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით -6 გრადუსი იქნება, ღამე კი -14 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უმეტესად მზიანი ამინდი იქნება. დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. +2 გრადუსი და მცირე ღრუბლიანობაა მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
რუსთავში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. დედაქალაქში მცირედ მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი.