თეგებით ძიება

შესაძლოა Pfizer-ზე ადრე საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინა შემოვიდეს

შესაძლოა Pfizer-ზე ადრე ქვეყანაში შემოვიდეს AstraZeneca, - ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, პრეპარატის ცვლილება ვაქცინაციის გეგმის შეცვლას არ გამოიწვევს და პირველები კვლავ მედმუშაკები აიცრებიან.

„პირველი ჯგუფი აცრისთვის იქნება ისევ და ისევ ჯანდაცვის პროფესიონალები და აიცრებიან იმ ვაქცინით, რომელიც ქვეყანაში შემოვა უფრო ადრე. ჩვენ ვაქცინაციის პროცესს დავიწყებთ ჯანდაცვის პროფესიონალების აცრით. ტექნიკურად აბსოლუტურად არ იქნება არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინები შევინახოთ ან მაღალი ულტრაცივი ჯაჭვის რეჟიმში, ან სტანდარტული ცივი ჯაჭვის რეჟიმში, როგორიც AstraZeneca-ს ვაქცინას სჭირდება - 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმი“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანაში მომდევნო 3 კვირის განმავლობაში შემოვა. მოწოდების შეფერხების მიზანი კი Pfizer-ის მხრიდან ახალი პირობების წაყენება გახდა. ამ პირობებთან დაკავშირებით სამინისტრო მწარმოებელ კომპანიასთან და COVAX-პლატფორმასთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

გუშინ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინის შემოტანის თარიღმა 1-2 კვირით გადაიწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა