თეგებით ძიება

არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, აუცილებელია აქციები, ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები - გიგა ბოკერია

ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ არის აუცილებელი აქციები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლებაზე წნეხი გაგრძელდება.

„ჩვენი ვალია, რომ ახლა მივცეთ რეაქცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენზე უფრო ნაკლებად სახიფათო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნები ჩავარდნილან დიდი ხნით ავტორიტარიზმის ჭაობში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ხელიდან გავუშვათ თავისუფლების დაცვის შანსი, ამიტომ არის აუცილებელი აქციები. დღეს იქნება 3 საათზე კანცელარიასთან შეკრება, შემდეგ აქციებზეც ვიმსჯელებთ და ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ის შედეგი არ იქნება მიღწეული, რაც ქვეყანას, თავისუფლებას ჭირდება. არასდროს, ამ ვითარებაშიც კი არ მიყვარს ჩვენი პარტნიორების ნაცვლად რამის პროგნოზირება, მათი განცხადებები მეტყველებს იმაზე, რისი თქმაც მათ უნდათ. რაც მე ვნახე, ბუნებრივია, ეს წნეხი გაგრძელდება, ჩვენ ნანახი გვაქვს როგორ ამთავრებენ ოლიგარქები, რომლებიც საკუთარი ხალხის თავისუფლების და ამ ხალხის მოკავშირე თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მიდის“, - განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.

პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა