თეგებით ძიება

მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, მას თავი ჰქონდა გადადებული - ანზორ მელია

„მთელი ღამე ჩართული ვიყავი მიმდინარე პროცესებში და სოციალური მედიის მეშვეობით ვადევნებდი თვალს მოვლენებს“- განაცხადა ნიკა მელიას მამამ ანზორ მელიამ.

„სურათი რომ ვნახე ბარამიძის მიერ დადებული სოციალურ ქსელში ნიკასთან ერთად, მივწერე „თქვენ გენაცვალეთ თქო“, ეს იყო ჩემი ბოლო კონტაქტი ნიკასთან.

მე არ ვურეკავდი ნიკას და არც მივდიოდი ოფისში, იმიტომ, რომ ნიკა ჩემს დანახვაზე ყოველთვის ნერვიულობს, ამიტომ ამის საფუძველს არ ვაძლევდი.

რამდენიმე დღის წინ ნიკამ დამირეკა, მისი მხარდამჭერი ცუდად გამხდარა და „მამა ჩვენი ოფისიდან შენთან გადმოიყვანეს და როგორც შეგიძლია მიხედეო“.

მას არც ოჯახისთვის და მშობლებისთვის არ ეცალა, მას თავი ჰქონდა გადადებული.

პოლიციიდან დამირეკეს: „საქმის კურსში გაყენებთ, დავიჭირეთ ნიკა მელია და რუსთავის ციხეშიაო“.

დღეს 3 საათზე ნიკას ადვოკატებს კანცელარიაში შევხვდები“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის ლიდერის“ ნიკა მელიას მამამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა