თეგებით ძიება

შემზარავი ფაქტი ზუგდიდში - ძარცვაში ბრალდებული პირი პოლიციამ გარდაცვლილი იპოვა

ზუგდიდში, ოქროს ბირჟის დაყაჩაღებაში ბრალდებული პირი უგონო მდგომარეობაში ნახეს - ინფომაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ბრალდებულს პოლიციამ საპასუხოდ ესროლა.

"რუსთაველის ქუჩიდან მოშორებით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენმა პირმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველები შენიშნა, მათი მიმართულებით იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც პოლიციის მხრიდან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უკიდურესი ღონისძიების სახით, საპასუხო სროლა მოჰყვა, ვინაიდან არსებობდა მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის რეალური საფრთხე.

შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელი - 1996 წელს დაბადებული პირი პოლიციის მიერ უგონო მდგომარეობაში იქნა ნანახი, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - წერია უწყების განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა