თეგებით ძიება

ის ამ საქმეში მარტო არ იყო, იმ მეორეს რატომ აფარებენ ხელს?! - ზუგდიდში ყაჩაღობაში ბრალდებული და ურთიერთსროლისას გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი

ზუგდიდში, რამდენიმე დღის წინ მომხდარ შეიარაღებულ ყაჩაღობაში ბრალდებულის ოჯახი მედიასთან კომენტარს აკეთებს.

ცაგო თუთბერიძე, რომელმაც შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის შემდეგ პოლიციის მიმართულებით გასროლა განახორციელა, საპასუხო სროლის დროს გარდაიცვალა.

თუთბერიძეების ოჯახი პოლიციის თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

„ახლო მანძილზე აქვს ნასროლი, სად გაიქცეოდა ჩემი შვილი?! ის ხომ ამ საქმეში მარტო არ იყო, იმ მეორეს რატომ აფარებენ ხელს, ვითხოვ იმ პოლიციელის უმკაცრესად დასჯას”, – აცხადებს დევნის დროს გარდაცვლილი ცაგო თუთბერიძის დედა მადონა ფიფია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ცენტრში ოქროს ბირჟა 26 თებერვალს დღის პირველ ნახევარში დააყაჩაღეს. თვითმხილველების თქმით, შენობაში შესულ პირს იარაღი ჰქონდა, მან ოქროები გამოიტანა და ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მალევე დევნის ოპერაცია დაიწყო. დევნის დროს ყაჩაღობაში ბრალდებული კი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით ადგილზე დაიღუპა. მომხდარზე პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა