თეგებით ძიება

სამედიცინო ჰოროსკოპი - რომელ დაავადებებს უნდა ერიდონ ზოდიაქოს ნიშნები?

ასტროლოგიასა და ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტულ ორგანოს შეესაბამება და შესაბამისად, ამ ორგანოს გამართულად მუშაობასაც კვალს ამჩნევს.

ამას გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს პლანეტარული გავლენას. აქედან გამომდინარე, პლანეტები ხშირად მიგვანიშნებენ ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებასა და ჯანმრთელობის პრობლემაზე, იმ კუთხით რომელსაც ეს პლანეტა მართავს.

საიმისოდ, რომ ვრცელი და რაც მთავარია ზუსტი დიაგნოზი დავსვათ სამედიცინო ასტროლოგიის დახმარებით პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მის კოსმოგრამაში არა მხოლოდ მარსის, კიდევ უამრავი პლანეტისა და ასპექტის ურთიერთკავშირიც უნდა განვიხილოთ.

ამასთან ერთად, აუცილებელია გადავამოწმოთ მე-6 (ჯანმრთელობა, სასიცოცხლო პოტენციალი) და მე-12 (ხშირად ავადმყოფობის სიგნიფიკატორი რუკაში) სახლებში კონკრეტული პლანეტების მდებარეობა და მათი ასპექტები ერთმანეთთან.

თუმცა ამგვარი დეტალური განხილვა, უკვე ინდივიდუალური ჰოროსკოპის შედგენისას უნდა მოხდეს, ამჯერად კი მოკლე დახასიათებას შემოგთავაზებთ, იმის შესახებ რომელი დაავადებისკენ არიან მიდრეკილი ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები და როგორია მათი დამოკიდებულება, ზოგადად ავად ყოფნის მიმართ.

ჩვენ მკითხველს უკვე შევთავაზეთ სამედიცინო ჰოროსკოპის პირველი ნაწილი ზოდიაქოს 1-ლი ოთხი ნიშნისთვის. ახლა კი გთავაზობთ გაგრძელებას.

ლომი
პაციენტის გარეგნობამ შეილება მოგატყუოთ - თუნდაც ავადმყოფი, კარგად გამოიყურება. ის მიდრეკილია გულის შეტევებისა და მიოკარდიუმის ინფარქტისკენ. გირჩევთ გულის კუნთი ავარჯიშოთ და ცხოვრებით დატკბეთ. ”კარგად უნდა იცხოვრო, გულით აირჩიე ის, რაც საყვარელია” - სიტყვებს ვერ წაშლით.

სხვათა შორის, ლომებს ხშირი და ლამაზი თმა აქვთ. თუ ლომს თმის ცვენა დაეწყო, იმის ნიშანია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდა. ყოველ შემთხვევაში, შეიძინეთ თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი.

ქალწული
სასურველია ზომიერი შიმშილობა და ორგანიზმის გაწმენდა. გაზაფხულზე უმჯობესია დიეტა დაიცვათ და კალორიები ითვალოთ, ვიდრე ზედმეტი კილოგრამები. ზოგადად, ქალწულები ძალიან ეჭვიანი პაციენტები არიან და უმცირესი პრობლემაც კი განუკურნებელ დაავადებად მიაჩნიათ. გაზაფხულზე სასარგებლოა აკუპუნქტურა, პროფილაქტიკიური მასაჟები (მათ შორის არატრადიციული), რეფლექსოლოგია და ა.შ.

ქალწულებს დიდი ხნის განმავლობაში შეუძლიათ ხორცის გარეშე გაძლონ, ასაკის მატებასთან ერთად კი ბევრი საერთოდ ვეგეტარიანელი ხდება. ბალახეული ნაყენები ვეგეტარიანელი ქალწულის სისუსტეა და ზოგადად, მათთვის ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ისინი ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებენ სტაფილოს წვენსა და მარტინის ჭიქას შორის. არა გემოს, არამედ სარგებლის მიხედვით.

სასწორი
წონასწორობისკენ სწრაფვა თირკმელებს აიძულებს სრული კარმული პროგრამით იმუშავონ. სასწორისთვის მეტაბოლიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ვარსკვლავები გირჩევენ ჰომეოპათიით და ვალეოლოგიით დაინტერესდეთ.

ადამიანების მიმართ გამოვლენილი კეთილგანწყობა სწერაფად გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ. ნაზი და თავაზიანობა სხვებთან ურთიერთობაში - მხარს უჭერს განკურნების პროცესს ნახტომით. გახსოვდეთ, რომ კარგი განწყობა შინაგანი სილამაზის და ფიზიკური ჯანმრთელობის გარანტიაა.

მორიელი
მორიელი როგორც წესი, ექიმებს არ ენდობა, მაგრამ დაავადებას აქტიურად ებრძვის. მორიელის ყოველ ნაბიჯს რისკი ახლავს, ამიტომ რისკის ჯგუფში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიც შედის. სასურველია, რომ სექსში ზომიერება გამოიჩინოთ.

თუ დეტალები გაინტერესებთ, საიდუმლოდ გეტყვით, რომ ბუასილს და შიდსს უნდა ერიდოთ. ჯობია სიმართლე იცოდეთ და თავი დაიცვათ, ვიდრე ფაქტის წინაშე აღმოჩნდეთ. სიფრთხილეს თუ გამოიჩენთ, თქვენი ჯანმრთელობითა და სიცოცხლისუნარიანობით გარშემო მყოფებს გააოცებთ.

მშვილდოსანი
მშვილდოსანი ოპტიმისტია. მან მშვენივრად იცის, რომ ზედმეტი ჭამა და ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით კი ღვიძლისთვის საზიანოა.

მითოლოგიის თანახმად, ქირონი ასტეროიდია, რომელიც მშვილდოსნის ნიშანს აკონტროლებს - უკვდავი მკურნალი, ნახევრად კაცი-ნახევრად ცხენი (კენტავრი), რომელიც საკუთარ სულიერ ჭრილობებს აყენებს და თავადვე კურნავს. მისთვის საუკეთესო წამალი მსოფლიოში მოგზაურობაა, მაგრამ როგორ მოახერხოს? მთავარი ის კი არაა, სად იმოგზაურებთ, მთავარია, რომ სახლიდან გახვალთ და სუფთა ჰაერს ჩაისუნთქავთ. ამის გაკეთება კი უახლოეს პარკში ან დასვენების დღეებში, ქალაქგარეთ გასეირნობითაც შეიძლება.

თხის რქა
არსებობს გამოთქმა - ”ადამიანს, რომელმაც კბილები დაკარგა, ენა უფრო თავისუფალი აქვს”. ვის ეწვია ასეთი ბედნიერება? ასტრო-ანატომიის მიხედვით, თხის რქა სიმბოლურად გამოხატავს ყველაფერ მყარს, მკაცრს და ბრძენს. ეს კი კბილები და მუხლებია. ნამდვილი თხის რქა სირთულეების წინაშე მუხლებზე არ დაეცემა, პირიქით, უფრო გალიერდება და მიზანს მიაღწევს. თუ პრობლემებზე ვსაუბრობთ, ეს ცუდი საჭმლის მომნელებელი სისტემაა. რა თქმა უნდა, არიან ისეთები „რკინის მონელებაც“ რომ შეუძლიათ, მაგრამ ყაბზობისკენ მიდრეკილება და გაუვალობის სიმპტომები სწორედ მათთან გვხვდება. ამიტომ სასურველია, რომ ჭამის წინ რამე მასტიმულირებელი მიიღოთ. განსაკუთრებით ეფექტურია წითელი ღვინო (რა თქმა უნდა, ზომიერად). კალციუმის ფოსფატიც უდავოდ მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ ცხიმიან საკვებს ცილებითა და რკინით მდიდარი საკვებით ჩაანაცვლებთ.

თხის რქების სუსტი ადგილი დეპრესიული მდგომარეობაა. ანტიდეპრესანტები მათ ცოტა ხნით და მხოლოდ მცირედით ეხმარება, ამიტომ უფრო ეფექტური საშუალებები უნდა მოინახოს.

თხის რქის დაავადებები დროში გაჭიანურებული და ქრონიკულიც კია. ეს 1000 რესპონდენტზე დაკვირვების საშუალო სტატისტიკური პორტრეტია. ვარსკვლავები გირჩევთ თავიდან აიცილოთ ნესტი და ჰიპოთერმია. თქვენთვის ყველაზე სასარგებლო მშრალი მთის ჰაერი და ზოგადად, ზღვიდან მოშორებით ცხოვრებაა.

ვიტამინები ყველა ნიშნისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ თხის რქისთვის ორმაგად. აღსანიშნავია, რომ თხის რქები ხშირად ღრმა სიბერემდე ცოცხლობენ და კიდევ ერთი უნიკალური თვისება - რაც უფრო ბერდება სხეული, სული მით უფრო ახალგაზრდავდება, თუმცა რევმატიზმი და რადიკულიტი უკან არ იხევს.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი. თხის რქა ბავშვობაში სუსტია და ხშირად ავადმყოფობს, მაგრამ ასაკთან ერთად, ის გამძლე და ამტანი ხდება, რასაც ყველას ვუსურვებთ.

მერწყული
მერწყულების უმეტესობა ექსტრაორდინალური მოქმედებებისკენ ისწრაფვის, ამიტომ შეიძლება ფეხებისა და ჰიპოფიზის (თავის ტვინის ქვედა დანამატი, წონასწორობის ორგანოს) დარღვევა ჰქონდეთ. ყურადღება მიაქციეთ ვარიკოზულ ვენებს (სასურველია პრევენცია), წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკთან ერთად - თრომბოფლებიტი და სისხლძარღვების სპაზმები გელით.

მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად მიირთვით ნატრიუმის ქლორიდით მდიდარი საკვები, რომელიც გვხვდება ხილსა და ბოსტნეულში. ზოგადად, მერწყულს უცნაური, იშვიათი დაავადებები სტუმრობენ, რომლებიც მკურნალობის პარადოქსულ კურსს მოითხოვენ, რაც ტრადიციულ მედიცინას ეწინააღმდეგება.

ასტროლოგები მერწყულებს შოკური თერაპიით და სხვა ელექტროსტიმულატორებით მკურნალობას ურჩევენ, რადგან ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ერთხელ და სამუდამოდ!

თევზები
თევზებში არსებობს სიმულაციის ტენდენცია. თევზის მოდუნებული იერი ექიმს სამწუხარო დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს და ის კიდევ ერთხელ, უხალისოდ აწერს ექიმის ცნობას. თუმცა საგანგაშო არაფერია. იმუნიტეტის გაძლიერება კვების რეჟიმით და დიეტებითაც შესალებელია. სასარგებლოა ზღვის პროდუქტების მიღება. ჯანმრთელობის დიაგნოსტირებაში საკუთარ გრძნობებს ნუ ენდობით. მკურნალობის საუკეთესო მეთოდია რწმენა და სტიმული, რომ ჯანმრთელი იქნებით! გირჩევთ, ატაროთ კომფორტული ფეხსაცმელი და ფეხების მასაჟი ჩაიტაროთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა