თეგებით ძიება
04. 03. 2021 სპორტი

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა. ინფორმაციას აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

"პატიოსანი, რომელმაც ყველაფერს თავისი შრომის, ნიჭისა და მონდომების ხარჯზე მიაღწია. წყნარი, თავაზიანი სოხუმელი, აფხაზეთელი და ალალი ქართველი კაცი... ამ და სხვა სიტყვებით შეგვიძლია დავახასიათოთ თენგიზ სიჭინავა, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავმა შეგვძრა.

15 მაისს, ის 49 წლის გახდებოდა. ხანმოკლე ცხოვრების გზის მიუხევადად, თენგიზ სიჭინავამ საქართველოს ეროვნული ნაკრების (იოაჰიმ ბოსკამპის ფორმაციის გუნდი) გარდა, არაერთი გუნდის მაისურა მოირგო: სოხუმის "დინამო", გაგრის "დინამო", სოხუმის "ცხუმი", ბათუმის "დინამო", ქუთაისის "ტორპედო", კალინინგრადის "ბალტიკა", სმოლენსკის "კრისტალი", ბოლნისის "სიონი", თბილისის "ლოკომოტივი", აზერბაიჯანულ გუნდები - "თურანი" და "არაზი". ასეთი იყო ამ საყრდენი ნახევარმცველის ფეხბურთელის კარიერა, რომელიც თავის დროზე ეროვნულ გუნდში მიიწვია. მერე მწვრთნელობას შეუდგა. მუშაობდა ცხინვალის "ცხინვალში", "გაგრაში", საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა