ალეკო ელისაშვილი: სააკაშვილი ერთადერთია, ვისაც ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არაფერი ადარდებს
ერთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე აზრით, სააკაშვილის თანაგუნდელები ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ, რაც მისივე თქმით კარგია.
„ვფიქრობ, რომ სურვილის შემთხვევაში, შეთანხმება მიიღწევა. მისასალმებელია, რომ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა შეცვლილია, რაც ძალიან კარგია, მათ შორის ყველაზე რადიკალები ვინც იყვნენ, ისინიც კი გაცილებით მშვიდად და საქმიანად საუბრობენ.
როგორც ჩანს, შეთანხმება ყველამ კარგად გავითავისეთ, რაც მიშელის ჩამოსვლის დროს შედგა. ერთადერთია სააკაშვილი, რომელსაც დედამიწაზე არაფერი ადარდებს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა და ხელისუფლებაში დაბრუნების გზად არც საარჩევნო რეფორმას თვლის, არც პლებისციტს და არაფერს, რევოლუციის გარდა. კარგია, რომ მისი თანაგუნდელები სააკაშვილის ამ პათოსს და ვნებებს არ იზიარებენ. ყოველ შემთხვევაში, საჯარო კომენტარებში ასე ჩანს და ეს კარგია“, - განაცხადა ელისაშვილმა.