თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციის ექვსი პუნქტიდან ოთხზე უკვე ვმუშაობთ

მთავარი არ არის, მოლაპარაკების რაუნდი როდის იქნება, მთავრია, რამდენად მზად იქნებიან მხარეები, რომ შეთანხმება შედგეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია.

„როდესაც ჩამოსული იყო პრეზიდენტი მიშელი და მასთან ერთად იყო განხილული ოპოზიციის წარდგენილი გარკვეული პუნქტები, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ პუნქტების უმეტესობაზე უკვე მუშაობს. პირველი პუნქტი არის საარჩევნო რეფორმა – იცით, რომ დავაინიცირეთ ეს რეფორმა. ერთ-ერთი არის საგამოძიებო კომისია.

იცით, რომ ეს კომისიაც იქმნება, ასევე, როცა საუბარია შესაძლო არჩევნებზე, საუბარია სწორედ საგამოძიებო კომისიის ფორმატში და ჩვენც ამას ვამბობთ, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ან თუნდაც ამ ფარგლებს მიღმა თუკი რამენაირად დამტკიცდება ერთპროცენტიანი ცვლილებაც კი, ამ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება. იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ. ახლა საქმე მათ მხარეს არის, მათ უნდა გამოაჩინონ, რომ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც არიან მზად კონსტრუქციული დიალოგისთვის.

იქ პოლიტპატიმრები ნახსენები არ არის და გთხოვთ, ამას ყურადღება მიაქციოთ – არც გვარებია ნახსენები. ის პუნქტები წარმოადგენს პრეტენზიებს, რომლებიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

1-ელ მარტს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა