შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - განაჩენი სამშაბათს გამოცხადდება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი 9 მარტს, სამშაბათს 15 საათზე გამოცხადდება. საქმეზე სასამართლო განხილვა 2 მარტს დასრულდა. სხდომის ბოლოს მათ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს, მოსამართლე კი სათათბიროდ გავიდა.
გიორგი შაქარაშვილი გასული წლის 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.
წყარო:newposts.ge