თეგებით ძიება

ენმ-ს ოფისში დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო, ხალხი ბევრად მეტი დაგვხვდა - გომელაური შტურმზე

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ირწმუნება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ნიკა მელიას დასაკავებლად დაახლოებით, 200 პოლიციელი იყო შესული. მინისტრის თქმითვე, შენობაში ბევრად მეტი ადამიანი დახვდათ, ვიდრე პოლიციელი.

"შიგნით, რაც მთავარია პროპორციული ძალა გამოვიყენეთ, თუ არა, ითვლიან ისინი ბაზებზე რამდენი ადამიანი იყო, რა არეულობა მოყვებოდა, რა მოხდებოდა, ჩვენ ხომ არავინ არ ვიცოდით, დაზღვევის კუთხით, შინით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი, იქ იყო როგორც მაშველები შესულები, გარეთ ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც, კრიმინალური პოლიციაც, ისინი შიგნით არ შესულან, ასევე, სახანძრო სამსახურის დანაყოფები. იყო საშიშროება თუნდაც ცეცლი გაჩენილიყო და რაღაც დიდი უბედურება მომხდარიყო შიგნით. ამას თუ მოვითვლით ყველაფერს ერთად, შეიძლება ბევრი მოეჩვენოს ადამიანს, მაგრამ შიგნით, შესული პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე შიგნით ხალხი იყო ვინც დაგვხვდა", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა