“ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ…” – გომელაური ბადრი ესებუაზე
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მას ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ბევრი აქვს ნასაუბრები.
როგორც გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ესებუას დაკავებასთან მიმართებაში ორი შემთხვევა იყო. მინისტრის განცხადებით, ესებუას დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება.
“ბადრი ესებუას თემაზე იმდენი მაქვს ნასაუბრები… მესმის, რომ დასაკავებელია. მანდ იყო ორი მიმართულება – ან უნდა შევსულიყავით და დაგვეწყო ოპერაცია და შეიძლება დაღუპულიყო ადამიანები, ან უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც გავაკეთეთ. მე ავუხსენი პრემიერს, არის სამი ვარიანტი, მითხრა, არანაირი სისხლისღვრა. რომ გამოვიდა ადამიანი [ბანკიდან], ვეცადეთ დაკავებას, როგორ არ ვეცადეთ, გავუშვით და წადი ახლა, მშვიდობაში მოიხმარე, მასე ხომ არ გავუშვებდით…
მისი დაკავება დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად მოხდება. მაგალითად სამი კვირის წინ დავაკავეთ 12 წლის წინ ჩადენილ მძიმე მკვლელობაში ძებნილი პირი. არ ვიცი როდის დავაკავებთ, ვმუშაობთ მაქსიმალურად.