თეგებით ძიება

საფრანგეთის ელჩი - კარგია, რომ პარტიებმა შეძლეს დასხდომა, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად

კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს დასხდომა, მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იყო, რომელმაც აჩვენა, თუ რამდენად საინტერესოა ჩვენთვის, ევროპისთვის საქართველო, მისი დემოკრატიული განვითარება.

როგორც ელჩი აცხადებს, საქართველო უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოიწვევების გადასალახად საჭიროა ერთიანი ძალით მოქმედება.

„ახლა მიმდინარეობს შუამავლობის პროცესი. კარგია, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს დასხდომა და წინადადებების შემოთავაზება, ჩნდება განცდა, რომ თითოეული პარტია თავის პოზიციას გადახედავს. მათ უნდა იმუშაონ კომპრომისის მისაღწევად.

იმედი მაქვს ადამიანები, რომლებსაც ქვეყნისთვის სიკეთე უნდათ და ამის ვალდებულებას გრძნობენ, გამოსავალს გამოძებნიან, შეათანხმებენ პოზიციებს და წარმატებას მიაღწევენ. ეს მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და საქართველოს ნამდვილად სჭირდება გააერთიანოს მთელი ენერგია ამ გამოწვევების გასამკლავებლად. ჩვენ მზად ვართ, ამაში ქვეყანას მხარი დავუჭიროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველამ გააერთიანოს ძალები“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა