თეგებით ძიება

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემს გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - დედა, რომლის 13 წლის შვილმა იმშობიარა

"იმ ექიმსაც დავასჯევინებ, ჩემ გარეშე რომ დაურეკა პოლიციას" - აცხადებს დედა, რომლის 13 წლის შვილმა 50 წლამდე მამაკაცისგან ბავშვი გააჩინა.

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თი" სა­ზა­რე­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბა. კერ­ძოდ, ირ­კვე­ვა, რომ მო­ზარ­დის დედა, ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის გამო პრო­კუ­რა­ტუ­რასაც ემუქ­რე­ბა.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ ითხოვს პრო­კუ­რო­რის და სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლის დას­ჯას, ამ­ბობს, რომ "ეს მისი პი­რა­დი საქ­მეა".

"მე იმ ექიმ­საც და­ვას­ჯე­ვი­ნებ. ჩემ გა­რე­შე და­უ­რე­კა პო­ლი­ცი­ას" - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, უნდა და­ე­ჭი­რა თუ არა პო­ლი­ცი­ას მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც მის 13 წლის შვილ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა, ამ­ბობს, რომ "თუ აქამ­დე არ და­ი­ჭი­რეს, ახ­ლაც არ უნდა შე­ხე­ბოდ­ნენ".

შეგახსენებთ, რომ 13 წლის მო­ზარ­დმა, რო­მელ­თა­ნაც სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რის ბრალ­დე­ბით 50 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვეს, ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა. პო­ლი­ცი­ამ მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, დედა და ახალ­შო­ბი­ლი კი სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვთა ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის მზრუნ­ვე­ლო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა